X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მდინარე ქსანზე ახალი ხიდის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება

19 მაისი 2020

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთი-თბილისის მონაკვეთზე მდინარე ქსანზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.  

ვიცე-პრემიერის თქმით, გარდა იმისა, რომ ეს პროექტი სისტემური ინფრასტრუქტურის ნაწილია, იგი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, კონტრაქტორთან შეთანხმებით,  პროექტი არ გაჩერებულა. სწორედ ამის გამო, ხიდის მშენებლობა დაგეგმილზე ადრე - ზაფხულში დასრულდება.
 
„გარდა ამისა, ჩვენთვის ასეთი ტიპის და ყველა სხვა პროექტი ნიშვნელოვანია მათ შორის იმით, რომ ისინი უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც პროექტების მიმდინარეობა არის ფართოდ გაშლილი,“-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. 

სამუშაოები, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

არსებული ხიდი, რომელიც პატარა ხანდასა და მუხრანთან ახლოს  მდინარე ქსანზე მდებარეობდა, ავარიული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა დემონტაჟს.

პროექტის შესაბამისად, შენდება ახალი  რკინა-ბეტონის 6 მალიანი ხიდი, რომლის მთლიანი სიგრძე 195 მეტრი, ხოლო სიგანე 14 მეტრია. ამჟამად მალის ნაშენზე რეკინა-ბეტონის ფილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ხიდი საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილი იქნება და ორივე მიმართულებით ავტო ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ ცალმხრივ მოძრაობას უზრუნველყოფს.

მაია ცქიტიშვილმა, ქვეყანაში გაზრდილ სამშენებლო აქტიბაზეც ისაუბრა. „მას შემდეგ რაც სამშენებლო აქტივობა შესაძლებელი გახდა ყველა კომპანიისთვის, ჩვენი, პრაქტიკულად, ყველა პროექტი სრული დატვირთვით მიმდინარეობს. 800-ზე მეტი პროექტი მიმდინარეობს რეგიონებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავუბრუნდეთ ისეთ დინამიკას, როგორიც გვქონდა ეპიდემიამდე და სწრაფად დავამთავროთ პროექტები, რომლებიც მოუტანს ადამიანებს კეთილდღეობასა და შემოსავალს,“-განაცხადა მინისტრმა.